03.თებერვალი.2016 10:40
ეკონომიკა

დამისამართების პროცესი ქვეყნის 20 ქალაქში დასრულებულია

დამისამართების პროცესი ქვეყნის 20 ქალაქში დასრულებულია
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით დამისამართების პროექტის განხორციელებას აგრძელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, პროექტი ქვეყანაში სამისამართო სისტემის სრულყოფასა და განვითარებას უწყობს ხელს. სამისამართო რეესტრის მოწესრიგების შემდეგ მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურები მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ, დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იარსებებს, ხოლო კონკრეტული მისამართები მარტივად მისაგნები იქნება.
 
ამ ეტაპზე დამისამართების პროცესი ქვეყნის 20 ქალაქშია დასრულებული. აღწერილია ქუჩები და მათი დასახელებები, გზების პარამეტრები და საგზაო ნიშნები, დანომრილია ამ ქუჩებზე მდებარე შენობა-ნაგებობები, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები, იდენტიფიცირებულია მესაკუთრეები, დადგენილია უძრავი ნივთების ტიპები.

"პარალელურად, თბილისში მისამართების სისტემური ნუმერაცია და კორექტირება გრძელდება. ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, გლდანის, ჩუღურეთის და ისნის რაიონებში გასწორებულია მისამართები, რომლებსაც არ ჰქონდა ნუმერაცია და მისამართად მითითებული იყო რაიმე გეოგრაფიული ობიექტი (მიმდებარედ, შორის, გასწვრივ, მოპირდაპირედ და ა.შ). შესაბამისი სამუშაოები კი ამჟამად მთაწმინდისა და სამგორის რაიონებში მიმდინარეობს.

ასევე გრძელდება ე.წ "იტალიური ეზოების" ნუმერაციაც. ამ ეტაპზე დიდუბეში, ჩუღურეთსა და ისანში სამუშაოები უკვე დასრულებულია, პროცესი გრძელდება მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში. თბილისში არსებული ობიექტებისთვის მისამართების კორექტირებისა და მინიჭების პროცესის დამთავრება მიმდინარე წელსაა დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ არარსებული, გამოტოვებული ან განმეორებული მისამართები გაუგებრობისა და დავის საგანი არაერთხელ გამხდარა. მოქალაქეებს ხშირად ექმნებოდათ პრობლემები ქონების რეგისტრაციის, პირადობის მოწმობის აღების, კომუნალური გადასახადების გადახდის, საფოსტო გზავნილის მიღების და ა.შ. დროს. შეცვლილი მისამართების გამო მაცხოვრებლებს დოკუმენტების ხელახლა აღება ან შეცვლა აღარ უწევთ. ცვლილებების მიუხედავად, საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ შენახულია, როგორც ძველი, ისე კორექტირებული მონაცემები.

დამისამართების სისტემის სრულყოფა ისეთი მომსახურებების ეფექტურად მიწოდებას აუმჯობესებს, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, სასწრაფო დახმარება, ფოსტა, სახანძრო თუ სამართალდაცვითი ღონისძიებები და სხვა. პარალელურად, ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მონაცემები ელექტრონულ რუკაზე დაიტანება, რაც ქვეყანაში სანავიგაციო სისტემის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს.
დამისამართების ერთიანი სისტემა მჭიდრო კავშირშია დაზუსტებული, მუდმივად განახლებადი, საიმედო საარჩევნო სიის ფორმირებასთან. პროექტს საჯარო რეესტრი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.

2015 წელს დასრულდა იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტისა და აჭარის სამი მუნიციპალიტეტის (ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) აღწერა-ინვენტარიზაციაც. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, წელს ყველა დასახლებული პუნქტისთვის ქუჩების გეოგრაფიული მდებარეობის და ნუმერაციის პროექტები მომზადდება, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცემა.

მიმდინარე წელსვე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გეგმავს კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის გეოგრაფიული ობიექტების აღწერა–ინვენტარიზაცია და სამისამართო პროექტების მომზადებას", - განმარტავენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

19.მაისი.2019 15:10
8

საქართველოდან-ჯორჯიის შტატამდე - აშშ-ში ექსპორტზე 50 ტონა ორგანული წვენი „ნადი“ გავა

ვრცლად
19.მაისი.2019 14:21
73

რა მოცულობის FDI-ს ელოდება საქართველო 2019 წელს? - ნათია თურნავას პასუხი

ვრცლად
19.მაისი.2019 13:30
81

ბიომეწარმეების ხმა პრემიერს - რა შეღავათები სჭირდება ბიზნესს?

ვრცლად
19.მაისი.2019 11:51
184

მინისტრი: უნდა ვიყოთ უფრო პროაქტიულები ანუ შემოვიყვანოთ მიზნობრივი ინვესტორები

ვრცლად
19.მაისი.2019 11:10
476

მარტვილში მდებარე ლებარდეს ხეობა, შესაძლოა, ოთხსეზონიან კურორტად იქცეს

ვრცლად
19.მაისი.2019 10:30
93

დღეს, საქართველოს IMF-ის მმართველი დირექტორი ეწვევა

ვრცლად