Georgian Airways-ის მიერ დაანონსებული თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით დანიშნული ჩარტერული რეისი, რომელიც დღეს უნდა შესრულებულიყო, გაუქმდა. ამის შესახებ BM.GE-ის ავიაკომპანიის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა განუცხადა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ კომპანიამ ფრენის შესრულების ნებართვა 28 იანვრის ნაცვლად 31 იანვრისთვის ითხოვა და მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
„დამკვეთი აღარ გვყავს და ფრენა გავაუქმეთ, მორჩა“, - განაცხადა გაიაშვილმა და კითხვაზე - რატომ ითხოვა კომპანიამ ნებართვა 31 იანვარზე, პასუხს თავი აარიდა და დასძინა, რომ ამ რეისს აღარ შეასრულებენ.
რუსეთის დედაქალაქში ჩარტერული რეისის შესრულების შესახებ ინფორმაცია კომპანიამ 25 იანვარს გაავრცელა და მაშინ ავიაკომპანიის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა BM.GE-ის განუცხადა, რომ ფრენას Georgian Airways საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით 2022 წელს უკვე მეორედ შეასრულებდა, თუმცა დღეს დილიდან გარკვეულმა მედიასაშუალებებმა ფრენის გაუქმების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.
BM.GE დღის განმავლობაში თამაზ გაიაშვილთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა ამ დრომდე ვერ მოახერხა. პარალელურად BM.GE-მ თბილისი-მოსკოვი-თბილისის ჩარტერული რეისის შესახებ კითხვებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიმართა, სადაც განმარტეს, რომ ფრენა რამდენიმე დღით გადაიდო.
„28 იანვარს დაგეგმილი თბილისი - მოსკოვი - თბილისის ერთჯერადი ჩარტერული რეისის განსახორციელებლად ავიაკომპანია Georgian Airways-ზე გაცემული იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვა. ასევე სააგენტოს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ფრენის შესასრულებლად ავიაკომპანია ფლობდა რუსეთის საავიაციო ხელისუფლების ნებართვას.
დღეს, 28 იანვარს, ავიაკომპანია Georgian Airways-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოვიდა ახალი განაცხადი თბილისი-მოსკოვი-თბილისის ერთჯერადი ჩარტერული რეისის შესრულების თარიღის ცვლილების შესახებ. კერძოდ, ფრენის განაცხადის თანახმად, ავიაკომპანია მოსკოვის მიმართულებით ერთჯერადი ჩარტერული რეისის შესრულებას გეგმავს მიმდინარე წლის 31 იანვარს. სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა ჩარტერული რეისის შესრულებისათვის აუცილებელი პირობებს, შესაბამისად, სააგენტოს მიერ, აღნიშნული ფრენის განსახორციელებლად გაცემულია ნებართვა. ამ ეტაპზე, სააგენტო არ ფლობს ინფორმაციას გაიცა თუ არა ჩარტერული რეისის შესასრულებლად აუცილებელი ნებართვა რუსეთის საავიაციო ხელისუფლების მიერ“, - აცნობეს BM.GE-ის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან.
დამატებით კითხვაზე - რა იყო "ჯორჯიან ეარვეისის" მხრიდან რეისის შესრულების თარიღის ცვლილების არგუმენტი ანუ რატომ ითხოვა კომპანიამ 28 იანვრის დილის 10:00 საათზე შესასრულებელი რეისის გადადება, უწყებაში ასე გვიპასუხეს: „ერთჯერადი ჩარტერული რეისის თარიღის ცვლილება არ არის განპირობებული ტექნიკური მიზეზებით (აღნიშნულის შემთხვევაში ავიაკომპანია ვალდებული იქნებოდა სააგენტოსთვის მოეწოდებინა შესაბამისი შეტყობინება).
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ავიაკომპანიას“.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ