მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამნაშავისთვის ბიუჯეტის ფული არ გადაგვიცია - შს მინისტრი

5f919c27ed33b
ინგა მურუსიძე
22.10.20 17:51
3347
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თანხა, რომელიც „საქართველოს ბანკში“ შეჭრილ გამტაცებელს გადასცეს, ბიუჯეტიდან არ გამოყოფილა.

ჟურნალისტმა შს მინისტრს ჰკითხა, დამნაშავისთვის გადაცემული თანხა იყო ბიუჯეტიდან, თუ ეკუთვნოდა „საქართველოს ბანკს“. კითხვას ვახტანგ გომელაურმა ასე უპასუხა: „ასე ძალიან გაინტერესებთ? ბიუჯეტის ფული ნამდვილად არ არის. "საქართველოს ბანკის" თანხაა, ეს ასე ხდება მსოფლიოში. როცა ბანკში შედიან და ითხოვენ თანხას... საქართველოს ბანკში შევიდნენ და "თიბისი ხომ არ გადაიხდიდა?!“.

ინფორმაციითვის, გუშინ „საქართველოს ბანკში“ მძარცველი შეიჭრა, რომელმაც 43 ადამიანი მძევლად აიყვანა და 500 ათასი დოლარი მოითხოვა. დღის განმავლობაში მძევლების უდიდესი ნაწილი ეტაპობრივად გათავისუფლდა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა.

მოგვიანებით, თავდამსხმელმა, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა, თანხასთან ერთად დატოვეს ბანკის შენობა. ამჟამად ყველა მძევალი თავისუფალია, ხოლო დამნაშავე მიმალული.