მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეჰყავთ თუ არა შეცდომაში აკრედიტირებულ ცენტრებს თხევად აირზე მომუშავე ავტომობილის მფლობელები?

BM.GE
08.01.20 18:32
838
შეჰყავთ თუ არა შეცდომაში აკრედიტირებულ ცენტრებს თხევად აირზე მომუშავე ავტომობილის მფლობელები? როგორც Bm.ge-ის საქართველოს თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა ხოფერიამ განუცხადა, მას შემდეგ რაც ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება თხევადი გაზის ტექინსპექტირების შესახებ, რომელიც თხევადი გაზის სისტემის და აირბალონის მოწყობილობის შემოწმებას ითვალისწინებს, ავტომფლობელების მხრიდან ასოციაციაში საჩივრების რაოდენობა არ წყდება. მიზეზი კი, მისი თქმით, „აკრედიტირებული ცენტრების მიერ დადგენილი ის არაადეკვატური საფასურია, რომელსაც მძღოლებს აირბალონების შემოწმების შედეგად უსაფუძვლოდ ახდევინებენ”. ცენტრებში ამბობენ, რომ აირბალონების შემოწმება დაუყონებლივ უნდა მოხდეს, რისთვისაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა 250 ლარი უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, ნებისმიერ აირბალონს, რომელიც ქარხანაშია დამზადებული, ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ისედაც თან ახლავს და მისი ვადაზე ადრე შემოწმება საჭიროებას არ წარმოადგენს.


სტუმარი: ნიკა ხოფერია - საქართველოს თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარე