„დამოუკიდებელი რადიო-მედია საფრთხეშია! ხვალ 12:00 საათიდან გაგვთიშავენ“ - ამ განცხადებას რადიო „ჰერეთის“ მფლობელი რამაზ სამხარაძე Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს და დიპლომატიური მისიებსა და მედიასაშუალებებს მხარდაჭერას სთხოვს.
BM.GE მედიაჰოლდინგ „ჰერეთის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს, მე და კიდევ რამდენიმე რადიოსადგურს დაგვირეკეს და გაგვაფრთხილეს თუ არ დავფარავთ მიმდინარე დავალიანებას, რომელიც პანდემიის და სარეკლამო ბაზარზე წნეხის ( ყველამ კარგად იცით, რომ სათამაშო ბიზნესის რეკლამა მარტიდან ყველგან აიკრძალა, უკრაინაში მიმდინარე საომარმა პროცესებმა კი დაარტყა სამშენებლო ბიზნესს და მათი რეკლამა გაჩერდა.. რომ აღარაფერი ვთქვათ პანდემიისგან მიყენებულ ზარალზე, რომელიც ყველას შეგვეხო) შედეგად რადიოსადგურებს დაუგროვდა დავალიანება. მხოლოდ „ჰერეთის“ შემთხვევაში ეს 10 000 ლარამდეა, სხვასთან უფრო მეტი, ან ნაკლები.
გვითხრეს, რომ ეთერიდან გაგვთიშავენ ხვალ, დღის 12:00 საათიდან.
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ რადიოსადგურებს გარკვეული დავალიანება პანდემიის პერიოდში ეპატიათ. ჩვენ ინტენსიური მუშაობა გვქონდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ამ თემაზე... თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნე, ახლა მედია სხვა გამოწვევების წინაშეა.
განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების უდიდესმა ნაწილმა მედიას მნიშვნელოვანი შეღავათები დაუწესა გადასახადების მიმართულებით, შეამცირა ან დროებით საერთოდ გააუქმა. ჩვენთან არაფერი შეიცვალა. ის კი არა, პირიქით ყოველთვიური გადასახადის გაზრდა სურთ.
დღეს, საქართველოში 45 რადიოა, რომელიც გაკოტრების და დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
ისედაც სტრესულ პერიოდში სამუშაო ადგილებს და ბიზნესს, რომ ვინარჩუნებთ ნამდვილად გმირობის ტოლფასია!!! მით უფრო, რომ მთლიანად დამოკიდებული ვართ სარეკლამო ბაზარზე. „ჰერეთის“ სამივე რადიოსადგურის შემთხვევაში ასეა, და ბევრი რადიოს შემთხვევაშიც!
მგონია, ეს ამბავი შეგნებულად ხდება, რომ ასეთ დროს ნიუს არეალი გაცილებით შემცირდეს.
მიუხედავად ჩვენი არაერთი წერილის, შეხვედრის, ზარების და ა.შ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არ უწესებენ რადიომედიას შეღავათებს.
ტელე რადიო ცენტრის კუთვნილი ანძების სამართალმემკვიდრე საქართველოს მთავრობაა, რომელიც ამ დრომდე გვაიგნორებს.
ხვალ კი, როგორც გითხარით, გავითიშებით ეთერიდან.
ახლა გერმანიაში ვარ და უკვე იმას ვფიქრობ, პოლიტიკური დევნილის სტატუსი მოვითხოვო, ვინაიდან ჩემი ქვეყანა არ მაძლევს განვითარების შესაძლებლობებს, ის კი არა, როგორ მოგვგუდონ, იმას ფიქრობენ.
მივმართავ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ამერიკისა და ევროკავშირის წარმომადგენლობებს საქართველოში: დამოუკიდებელი რადიომედია საფრთხეშია! ვითხოვთ თქვენს ყურადღებას და პროცესებში აქტიურად ჩარევას, რადგან საფრთხე რეალურია.
ყველა კვლევის მიხედვით, რადიომედია ობიექტური და მიუკერძოებელი პლატფორმაა საქართველოს მოსახლეობისთვის და ყოველთვის მაღალი ეთიკური სტანდარტებით მუშაობს.
მედიას გთხოვთ, გაიზიაროთ და გაავრცელოთ“, - წერს რამაზ სამხარაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი