მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრაქცია "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" პარლამენტში ეკატერინე ტიკარაძის მისვლა მოითხოვეს

5e27e903b3d27
ინგა მურუსიძე
22.01.20 10:22
1555
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს მიმართავენ.

წერილი, რომელსაც ხელს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე აწერს, ხუნდაძეს 21 იანვარს გაეგზავნა.

დამოუკიდებელი დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძეს მიმართავენ, რომ არა უგვიანეს თებერვლის თვისა, ჯანდაცვის კომიტეტის ერთ-ერთ უახლოეს სხდომაზე მიწვეული იქნას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე შემდეგი საკითხების განსახილველად:

1. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის #520 დადგენილების საფუძველი და შედეგები;

2. 2019 წლის განმავლობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტრიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების მიმართ არსებული დავალიანებება და მისი დაფარვის გეგმა.

„გთხოვთ, უზრუნველყოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დასწრება ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე“, - ნათქვამია ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წერილში.