27.მაისი .2022 00:15

დამოუკიდებლობის 31 წელი - რამდენად მდიდარია საქართველო სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით

დამოუკიდებლობის 31 წელი - რამდენად მდიდარია საქართველო სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით
views 4719
უკან

საქართველოს მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 31 წელი გავიდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2022 წლის მდგომარეობით ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ესტონეთია, რომლის მშპ ერთ მოსახლეზე 27,971 დოლარია. საქართველო ესტონეთთან შედარებით ხუთჯერ ღარიბია და მისი მშპ ერთ მოსახლეზე 5,618 დოლარს შეადგენს. საქართველო სიმდიდრით მხოლოდ 6 პოსტსაბჭოთა ქვეყანას ასწრებს, ესენია: უკრაინა, სომხეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. ყველაზე ღარიბი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ტაჯიკეთია, რომლის მშპ ერთ მოსახლეზეც $795-ია. სხვაობა ესტონეთსა და ტაჯიკეთს შორის 27,100 დოლარს აღემატება.

2013 წლიდან 2019 წლის ჩათვლით (პანდემიამდე) საქართველოს ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 4%-ით იზრდებოდა. ეკონომიკური ზრდის ამ ტემპით საქართველო ერთ მოსახლეზე ესტონეთის დონეს 41 წელში დაეწევა. 5%-იანი ზრდით კი 33 წელში.

IMF 2022 წლისთვის ერთ მოსახლეზე უკრაინის მშპ-ს პროგნოზს არ აკეთებს, თუმცა 2021 წლის მდგომარეობით, უკრაინის მშპ ერთ მოსახლეზე 4,828 დოლარი იყო. ამავე წელს საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე უკრაინასთან შედარებით 190 დოლარით უფრო მაღალი იყო. 2022 წლისთვის აზერბაიჯანის მშპ ერთ მოსახლეზე 7,165 დოლარით, სომხეთის მშპ ერთ მოსახლეზე კი 4,741 დოლარზე არის პროგნოზირებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა