დღეს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. დამოუკიდებლობის დღე საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერმა მიულოცა. მათ შორის არის ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა. როგორც მის წერილშია აღნიშნული, ჩეხეთი გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
“მსურს, გარწმუნოთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს ამ გზაზე საქართველოს გვერდით დგომას.”
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩინეთიც ულოცავს.
“ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების დინამიკა დადებითია. ჩვენი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით სტაბილურად ვითარდება. ჩემი სურვილია თქვენთან თანამშრომლობის გაღრმავება „სარტყლისა და გზის“ ერთობლივი მშენებლობის ფარგლებში, რომელიც სულ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს ურთიერთობებს და მეგობრობას ჩინეთსა და საქართველოს შორის და მომავალში კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებსა და ერებს“, - ნათქვამია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელწიფო საბჭოს პრემიერის წერილში.
ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანიც ულოცავს.
“გულითადად მწამს, რომ ორი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყანა: თურქეთი და საქართველო, ისევე, როგორც ახლა, მომავალშიც შეიტანს თავის წვლილს ჩვენი რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების საქმეში“, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმაც მიულოცა.
“რეგიონისთვის ამ განსაკუთრებით მძიმე დროს, უსაფრთხოების თვალსაზრისით, საჭიროა შიდა სტაბილიზაცია და სოციალური ნდობის განმტკიცება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება მოწონებული იქნება საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ,“- აცხადებს მორავიეცკი.
დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ბულგარეთისა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრებმაც მიულოცეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება