მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიები NCDC-ს 2 პიკაპს გადასცემს

5e7b401207fe4
ვიქტორია მღებრიშვილი
25.03.20 16:00
960
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრმა კომპანიებმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 150 000 ლარის ღირებულების 2 პიკაპი აჩუქა, - ამის შესახებ ინფორმაციას ასოციაცია ავრცელებს.

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ წევრმა კომპანიებმა სი-ფი-აი ჯორჯიამ და "სპექტრა გეზი ჯორჯიამ" დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს საჩუქრად გადასცეს 150 000 ლარის ღირებულების ორი პიკაპი.

დამსაქმებელთა ასოციაცია მადლობას უხდის წევრ კომპანიებს მაღალი სოციალური პასუხიმგებლობის ასეთი გამოხატულებისთვის.

კომპანიების ხელმძღვანელობის მხრიდან მოთხოვნილი ანონიმურობის მიუხედავად, საჭიროდ ვთვლით მსგავსი პრეცედენტებისთვის საჯარო მადლიერება გამოვხატოთ და ამასთან, მაგალითი მივცეთ ბიზნეს ოპერატორებს შესაძლებლობის ფარგლებში წვლილი შეიტანონ დაავადებასთან ბრძოლის და ეკონომიკური კრიზისის დაძლევის პროცესში.

დარწმუნებული ვართ სრულიად ბიზნეს, სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების თანადგომით შექმნილი კრიზისულ პერიოდს მაქსიმალურად მოკლე დროში გადავლახავთ“, - ნათქვამია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.