მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამსაქმებლებმა უნდა გადაწყვიტონ, საშემოსავლოს შეღავათით ხელფასებს გაზრდიან თუ არა

5ea84358354ee
შოთა ტყეშელაშვილი
28.04.20 19:15
9119
750 ლარამდე ხელფასი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდა. ეს დამსაქმებლებისთვის ყოველთვიურ ხელფასზე მაქსიმუმ 150 ლარის გამოთავისუფლებას ნიშნავს. შესაბამისად, თუ წარსულში ხელზე 600 ლარის გასაცემად დამსაქმებლებს თანამშრომლისთვის 750 ლარის გადახდა უწევდათ, ამჟამად 0 ლარის მოცულობის საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან და იგივე 600 ლარის ხელფასის გასაცემად მხოლოდ 600 ლარი დასჭირდებათ. 1500 ლარამდე მოცულობის ხელფასებში კი პირველი 750 ლარი საშემოსავლო გადასახადიგან გათავისუფლდნენ, აქაც დამსაქმებლებს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ, შეღავათით მიღებულ თანხას დასაქმებულისკენ მიმართავენ თუ არა.

BMG-ის კითხვაზე, თუ როგორ მოხდება აღნიშნულის (1500 და 750 ლარამდე მოცულობის ხელფასების საკითხის) მენეჯმენტი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ხუციშვილი პასუხობს:

“ეს დაწესდება ყველა კომპანიისთვის, რომელიც საქართველოში საქმიანობს. პირველი კვარტლის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ ეს ეხება 700,000-მდე ადამიანს. ეს შეღავათი წესდება კოდექსში ცვლილებების გზით. დამსაქმებელი და დასაქმებული თანხმდებიან ხელფასის ოდენობაზე. იმ შემთხვევაში თუ კომპანიას შესაძლებლობა ექნება ამ შეღავათის გამო განახორციელოს ზრდა, მაშინ ის ზრდას განახორციელებს, ხოლო თუ მას არ ექნება ამის შესაძლებლობა, ის ზრდას ვერ განახორციელებს,”- ამბობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.