მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამზადებულია ოკუპირებულ საქართველოში - წარწერა ჭაჭაზე, რომელიც რუსეთში გაიყიდება

5e4bf706ea51c
ანი ციხისთავი
19.02.20 09:00
7142
“ჭაჭაურა” თაფლის არაყია, რომელიც მალე ქართულ და რუსულ ბაზარზე წარწერით - დამზადებულია ოკუპირებულ საქართველოში - გამოჩნდება.

“ჭაჭაურას” მწარმოებელმა, ექიმმა ზურაბ ქუმსიაშვილმა BM.GE-სთან წარწერის იდეაზე ისაუბრა: “მე ფოტოაპარატების კოლექცია მაქვს. ერთ-ერთ იაპონურ აპარატზე, რომელიც 1947 წელს არის გამოშვებული, შევნიშნე წარწერა - “Made In Occupied Japan”. პროდუქტის შექმნის პერიოდში იაპონია ოკუპირებული იყო. ვიფიქრე, ჩვენ რატომ არ უნდა გავაკეთოთ მსგავსი რამ, მხოლოდ ტელევიზიით საუბარი საკმარისი არ არის. ჩემი აზრით, ნებისმიერ ექსპორტირებულ პროდუქტზე უნდა იყოს ასეთი წარწერა”.

ზურაბ ქუმსიაშვილის თქმით, თაფლის არაყი განსხვავებული ტექნოლოგიით მზადდება.

"ზოგადად, თაფლის არაყს თაფლიდან დარჩენილი სანთლით ამზადებენ, მე კი ჭაჭის დასამზადებლად პირდაპირ ნატურალურ თაფლს ვიყენებ, რაც სასმელს სულ სხვა არომატს სძენს”,- აღნიშნავს ქუმსიაშვილი.

მწარმოებლის თქმით, დამზადების განსხვავებული ტექნოლოგია პროდუქტის ფასზეც აისახება და 0.5 ლიტრი არყის ფასი 50 ლარი იქნება.
ამასთან,  რადგან “რუსეთის ბაზარი დიდია”, “ჭაჭაურა” რუსულ ბაზარზე უფრო დიდი რაოდენობით გაიყიდება, ვიდრე - საქართველოში.

ცნობისთვის, “ჭაჭაურას” საწარმო კახეთში მდებარეობს. ქუმსიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოშიც და რუსეთშიც მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ჭაჭა წარწერით "დამზადებულია ოკუპირებულ საქართველოში" უახლოეს მომავალში ექსპორტზე გავა.