მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანაკლისის ანაზღაურებას ხშირად იმ თანამშრომელსაც სთხოვდნენ, ვინც იმ დღეს არ მუშაობდა - “პროფკავშირები”

60f9938ed5a36
ანუკა ჯოხაძე
23.07.21 10:10
917
შრომის ინსპექციამ სამუშაო ადგილებზე კოლექტიური პასუხისმგებლობის დაკისრება აკრძალა. ცვლილების მიხედვით, დამსაქმებელი დასაქმებულს, მისი უშუალო ბრალეულობის დადგენის გარეშე, სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ვეღარ მოსთხოვს.
ცვლილებებს დადებითად აფასებენ საქართველოს პროფკავშირებში, სადაც ამბობენ, რომ კოლექტიური პასუხისმგებლობის დაკისრების პრაქტიკა ძირითადად საცალო ვაჭრობის სექტორში გვხვდება.

როგორც პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამტკიცებს, იყო შემთხვევები, როცა დანაკლისის აღმოაჩენდნენ კვირის ბოლოს, ხოლო მასზე პასუხისმგებლობას აკისრებდნენ ყველას, მიუხედავად იმისა, მუშაობდნენ თუ არა ეს პირები იმ კონკრეტულ დღეს, როცა ობიქტში დანაკლისი დაფიქისრდა.

“დამსაქმებელი თავს არ იწუხებდა, დამატებითი ტექნოლოგიების მეშვეობით ან საგამოძებო უწყებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოეკვლია, ვისი ბრალეულობა იყო დანაკლისი. თუმცა როცა კომპანია არ აყენებს საქმის კურსში თანამშრომლებს, რა დანაკლისზეა საუბარი, ასეთ დროს როგორ უნდა დააკისრო პასუხისმგებლობა კონკრეტულ დასაქმებულს?

იმის გათვალისწინებით, რომ საცალო სექტორში მუშაობა ცვლებში ხდება და დანაკლისის აღმოჩენა კვირის ბოლოს ხდებოდა, ხშირად პასუხისმგებლობას კვირის განმავლობაში მომუშავე ყველა თანამშრომელს აკისრებდნენ, რაც არ გვესმის. რატომ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა კოლექტივმა, როცა კონკრეტულ დღეს ზოგიერთი თანამშრომელი საერთოდ არ მუშაობდა და არ ყოფილა სამსახურში?!”-აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი გაერთიანებული პროფკავშირების თავჯდომარე.