მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დანერგე მომავალის" ფარგლებში დაფნის კულტურაც დაფინანსდება

5e611313dda07
ნუცა ბაზლიძე
05.03.20 19:00
1418
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ის ძირითადი ცვლილებები გამოყო, რომლებიც მთავრობამ პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაამტკიცა. მათ შორის, მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანი ცვლილება ახალი კულტურის დამატებას უკავშირდება, რომელიც დაფნის მიმართულებას მოიაზრებს.

„დაფნა არის სასოფლო-სამეურნეო კულტურა, რომელიც საკმაოდ საინტერესოა, მზარდია მისი ექსპორტი. ქართული დაფნა ახალ ბაზრებზე შედის. ზოგადად, ეს არის კულტურა, რომელზეც მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებზე იზრდება. საქართველოს მუდმივად ჰქონდა ამ კულტურის წარმოების ტრადიციები“, - აღნიშნა ლევან დავითაშილმა.

ამასთან, მინისტრმა ყურადღება იმ ფაქტორზე გაამახვილა, რომ ქართული დაფნა ექპორტზე გადის როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ასევე ევროპის ქვეყნებში.

„ცალსახად იმ ახალ, თანამედროვე საწარმოებში, რომლებიც სახელმწიფოს თანადაფინანსებით გაჩნდა, ჩვენ დავინახეთ, რომ იყო სანედლეულო ბაზის სიმწირე და ნედლეულის საჭიროება, ამიტომ უფრო პროფესიონალური, უფრო კომერციული ბაღების გაშენების ხელშესაწყობად, პროგრამა „დანერგე მომავალი“ არსებული პირობებით დაფარავს, მათ შორის, დაფნის კულტურას“, - დასძენს ლევან დავითაშვილი.