მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანგრეულ სახლებსა და ქალაქებს ერთ წელში აღვადგენთ - ერდოღანი

63e3a928e529a
გიორგი თოლორდავა
08.02.23 18:25
763
პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის მთავრობა უზრუნველყოფს ყველანაირი სახის რესურსების დროულ მობილიზებას, რათა ერთ წელში დანგრეული სახლები აშენდეს და მიწისძვრით დაზიანებული ქალაქების ინფრასტრუქტურა სრულად აღდგეს.

ერდოღანის განმარტებით, ამჟამად მთავრობა აქტიურად მუშაობს ნანგრევებიდან მოქალაქეების გამოსაყვანაზე, რის შემდეგაც ზარალის შეფასების და რეკონსტრუქციის პროცესი დაიწყება.

მიწისძვრამ სერიოზული ზიანი თურქეთის ათამდე ქალაქსა და სოფელს მიაყენა. Bloomberg-ის შეფასებით, ზარალის მოცულობა 10 მილიარდ დოლარს აღწევს.

პრეზიდენტის განკარგულებით, მიწისძვრით დაზარალებული მოქალაქეები ერთჯერადი კომპენსაციის სახით 10,000 ლირას ($530) მიიღებენ.