07.მაისი .2020 13:20

დანია 11 მაისიდან სავაჭრო ცენტრების, კაფეების და რესტორნების გახსნას გეგმავს

views 289
უკან

დანიის მთავრობას სურს, რომ 11 მაისიდან სავაჭრო ცენტრები, კაფეები, რესტორნები გაიხსნას. ასევე, შეზღუდვების შემსუბუქების შეთავაზება სკოლებში უფროსი კლასის მოსწავლეების დაბრუნებას მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მთავრობა ოპოზიციურ პარტიებს გეგმის შესახებ უკვე ესაუბრება და მას 10 მაისამდე გაასაჯაროებენ.

პრემიერ მინისტრი ფრედერინკსენი იმედოვნებს, რომ ისინი შეთანხმებას მალე მიაღწევენ, რათა შეზღუდვების მოხსნა 11 მაისიდან დაიწყოს.

დანიაში ბაღები და 6-დან 12 წლამდე მოსწავლეებისთვის სკოლები 2 კვირის წინ გაიხნა. 20 აპრილიდან კი სალონების და სხვა მცირე ბიზნესების მუშაობა განახლდა.

ქვეყანაში ყოველდღიურად ახალი დაინფიცირების მაჩვენებელი შემცირებულია. პრემიერ მინისტრის განცხადებით, ვირუსის გავრცელებას აკონტროლებენ.

დანია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საჯარო შეკრებებზე ზომები გაამკაცრა და სკოლები, რესტორნები და ბარები დახურა.

7 მაისის მონაცემებით, დანიაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 9, 938 შემთხვევა გამოვლინდა, 506 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 7,493 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა