06.აპრილი .2020 23:58

დანია და ავსტრია დაწესებული შეზღუდვების თანდათან მოხსნას აპირებენ

views 1524
უკან

დანია და ავსტრია მომავალი კვირიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნას აპირებენ. ამის შესახებ BBC წერს.

დანიის პრემიერ–მინისტრის განცხადებით, მომავალი კვირიდან დაწყებით სკოლებს და საბავშვო ბაღებს გახსნიან.

თუმცა, როგორც აცხადებენ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დაინფიცირების ამჟამინდელი რიცხვი შენარჩუნდება და თუ მოსახლეობა არსებული შეზღუდვების დაცვას გააგრძელებს.

რაც შეეხება ავსტრიას, „როიტერსი“ წერს, რომ აღდგომის შემდეგ იგეგმება მაღაზიების გახსნა. ავსტრიაში მკაცრი შეზღუდვები სამი კვირის წინ დაწესდა. დახურულია სკოლები, ბარები, რესტორნები, თეატრები, მაღაზიები და სხვა თავშეყრის ადგილები.