მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანია დღეიდან სკოლებს ხსნის

5e9702895a58d
ნათია თაქთაქიშვილი
15.04.20 16:58
1570
დანია არის ევროპაში პირველი ქვეყანა, რომელიც დღეს სკოლებს და სკოლამდელი ასაკის სასწავლო დაწესებულებებს გახსნის, ერთთვიანი დახურვის შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას thelocal.dk-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, სწავლა სკოლებში, დანიის მუნიციპალიტეტების ნახევარში და კოპენჰაგენის სკოლების დაახლოებით 35 პროცენტში განახლდება, რადგან დანარჩენმა სკოლებმა დამატებითი დრო ითხოვეს ჯანდაცვის პროტოკოლის შესასრულებლად. სავარაუდოდ სწავლა ქვეყანაში სრულად, 20 აპრილისთვის აღდგება.

აპრილის დასაწყისში დანიის მთავრობამ განაცხადა, რომ სკოლის გახსნის შემდეგ ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული სოციალური დისტანცირების და პირადი ჰიგიენის ზომები. საკლასო ოთახებში მერხები ერთმანეთისგან 2 მეტრის დისტანციაზე უნდა განლაგდეს.   

მიუხედავად იმისა, რომ სკოლები და სკოლამდელი ასაკის სასწავლო დაწესებულებები იხსნება, დანიაში ისევ დახურული იქნება ბარები, რესტორნები, სილამაზის სალონები, სპა ცენტრები, სავაჭრო ცენტრები და კლუბები. ამასთან, აკრძალვები ისევ გავრცელდება 10 ადამიანზე მეტის შეკრებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და უფროსკალსელები სწავალას ონლაინ რეჟიმში გააგრძელებენ და სასწავლებლებს 10 მაისიდან დაუბრუნდებიან.