მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანია გეგმავს ხელოვნური კუნძულის აშენებას, რომელიც ქარის ენერგიის ჰაბი გახდება

601d8ee4c5b58
თამთა ჯიჯავაძე
06.02.21 09:59
1270
დანია გეგმავს ხელოვნური კუნძულის აშენებას, რომელიც ქარის ენერგიის ჰაბი გახდება. ქვეყნის მთავრობამ შესაბამისი გეგმა უკვე დაამტკიცა. ხელოვნური კუნძული ჩრდილოეთის ზღვაში აშენდება. ეს პროექტი $34 მილიარდი ჯდება.

როგორც ამერიკული Forbes-ი წერს, კუნძულის ფართობი 120 773 კვ.მ იქნება, რაც ფეხბურთის 18 სტადიონის ფართობის ზომაა. აღნიშნული პროექტი დანიის ისტორიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო პროექტი იქნება.

კუნძულის ირგვლივ განლაგებული სულ მცირე 200 ქარის წისქვილი იმ რაოდენობის ენერგიას გამოიმუშავებს, რაც საკმარისი იქნება თავდაპირველად 3 მილიონი აბონენტის უზრუნველსაყოფად დანიაში და მის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის ჰოლანდიასა და გერმანიაში. შემდეგ ეტაპზე ენერგოჰაბში 10 მილიონი აბონენტის ელექტროენერგიის უზრუნველყოფას ისახავენ მიზნად. ხელოვნური კუნძულის მშენებლობა 2030 წლისთვის დასრულდება.

თუმცა, მწვანე ენერგიის კუთხით ეს დანიის პირველი და უკანასკნელი პროექტი არ იქნება. მსგავსი კუნძულის აშენება იგეგმება ბალტიის ზღვაშიც და ისიც ასევე 2030 წლისთვის.

ცნობისთვის, გასულ წელს, დანიამ, რომელიც ევროკავშირში ნავთობის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია, პირობა დადო, რომ ნავთობისა და გაზის მოპოვებით სამუშაოებს ჩრდილოეთის ზღვაში 2050 წლისთვის შეამცირებს.

დანიის კლიმატისა და ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, 2040 წლისთვის ქარის ენერგიისგან ისინი 150 გიგავატ ელექტროენერგიას მიიღებენ, რომელიც საკმარისი იქნება 150 მილიონი ოჯახისთვის.