27.სექტემბერი .2022 11:32

დანია Nord Stream 2-ის გაზსადენიდან გაზის გაჟონვის შესახებ იტყობინება

დანია Nord Stream 2-ის გაზსადენიდან გაზის გაჟონვის შესახებ იტყობინება
views 516
უკან

ბალტიის ზღვაში გამავალი Nord Stream 2-ის გაზსადენიდან გაზის გაჟონვის შესახებ დანიური მხარე იტყობინება.

ამჟამად გაჩერებული გაზსადენის ოპერატორმა კომპანია Nord Stream 2 AG-მა, რომლის უმსხვილესი მეწილე Gazprom-ია, ბალტიის ზღვაში გაზის გაჟონვის ფაქტი დაადასტურა.

Nord Stream 2-ს გერმანიისთვის რუსული გაზის მიწოდება უნდა გაეორმაგებინა, თუმცა $11-მილიარდიანი პროექტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო გერმანიის მთავრობამ გააჩერა. კერძოდ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა სცნო.

როგორც BBC წერს, გაზსადენში გაზი უკვე იყო ჩატვირთული იყო და ახლა არსებობს საფრთხე რომ მისი დიდი ნაწილი ატმოსფეროში გამოიფრქვევა. მიმდინარე სექტემბრიდან რუსეთმა Nord Stream 1-ც გააჩერა, რომელიც Nord Stream 2-ის პარალელური გაზსადენია ბალტიის ზღვაში. ოფიციალურ მიზეზად კრემლმა სარემონტო სამუშაოები დაასახელა, თუმცა ევროკავშირმა მოსკოვი გაზის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში დაადანაშაულა. ამ ეტაპზე ევროკავშირი რუსეთის ჩამნაცვლებელს ეძებს ენერგორესურსების ნაწილში, რითაც ასევე შეუმცირდება რუსეთის ომის დასაფინანსებელი შემოსავალი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა