08.მაისი .2020 16:10

დანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 8 ივნისიდან კიდევ შემსუბუქდება

views 230
უკან

დანიაში ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 8 ივნისიდან კიდევ უფრო შემსუბუქდება - ქვეყანაში მუზეუმები, გასართობი პარკები და კინოთეატრები ხელახლა გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

11 მაისიდან დანიაში სავაჭრო ცენტრები, ხოლო 18 მაისიდან რესტორნები და კაფეები გაიხსნება, უფროსკლასელი მოსწავლეები კი სკოლაში დაბრუნდებიან.

"არავინ უნდა ელოდოს, რომ რესტორნები ან სკოლები ძველებურად იქნება, არც საფეხბურთო მატჩები, რადგან მაყურებელი არ იქნება", - განაცხადა პერმიერმინისტრმა ფრედერ იკსენმა.

ეკონომიკის გახსნის გეგმის მესამე ეტაპზე 10 ადამიანის ნაცვლად, 30-დან 50 კაცამდე შეკრებას დაუშვებენ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეკონომიკის გახსნის მესამე ეტაპი მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ დაინფიცირებულთა და საავადმყოფოში გადაყვანილი პირების რაოდენობა "მოსალოდნელს არ გადააჭარბებს".

ღამის კლუბები, სპორტული და საკონცერტო დარბაზები ეკონომიკის გახსნის მეოთხე ეტაპამდე დახურულ იქნება. ამ დაწესებულებებს, სავარაუდოდ, აგვისტოდან გახსნიან.

ამჟამად, დანია მეზობელ ქვეყნებთან ერთად მგზავრობის აკრძალვის მოხსნას და სასაზღვრო კონტროლის საკითხს განიხილავს. ქვეყანა იმედოვნებს, რომ 1 ივნისისთვის მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს.

აღსანიშნავია, რომ დანიაში ბაღები და 6-დან 12 წლამდე მოსწავლეებისთვის სკოლები 2 კვირის წინ გაიხნა. 20 აპრილიდან კი სალონების და სხვა მცირე ბიზნესების მუშაობა განახლდა.

ქვეყანაში ყოველდღიურად ახალი დაინფიცირების მაჩვენებელი შემცირებულია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვირუსის გავრცელებას აკონტროლებენ.

დანია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საჯარო შეკრებებზე ზომები გაამკაცრა - სკოლები, რესტორნები, ბარები დახურა.

8 მაისის მონაცემებით, დანიაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 10,083 შემთხვევა გამოვლინდა, 514 პაციენტი გარდაიცვალა.




მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა