მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანიაში სკოლები და დახურული ტიპის შენობები იხსნება

6091342344c10
ნათია თაქთაქიშვილი
04.05.21 18:42
671
დანიაში, მიმდინარე კვირას დაწყებითი სკოლები და დახურული ტიპის შენობების ნაწილი ოპერირებას სრულად განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, დახურულ სივრცეებში საქმიანობის გაგრძელების საშუალება მიეცემათ კინოთეატრებს, თეატრებს, საკონცერტო და სპორტ დარბაზებს და სხვა ობიექტებს. აღსანიშნავია, რომ ამ დაწესებულებს სტუმრების მიღებასთან დაკავშირებით გარკვეული ზღვარი დაუწესდებათ.

გახსნილ ობიექტებში შესვლა დამოკიდებული იქნება ე.წ. COVID-პასპორტებზე, სადაც აღნიშნულია, არიან თუ არა მფლობელები ვაქცინირებულები, ან ვირუსისგან გამოჯანმრთელებულები, ან არის თუ არა მათ მიერ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული კოვიდტესტის პასუხი უარყოფითი.

ახალი რეგულაციები ძალაში 6 მაისიდან შევა.