მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანიგანის თქმით, მთავრობამ ითხოვა დახმარება, საქართველოს მეშვეობით, სანქციებისთვის თავის არიდება არ მოხდეს

6426b2e085112
BM.GE
31.03.23 14:10
706
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ამერიკის, სავარაუდო, მომავალ ელჩს, ასევე სთხოვეს განემარტა რატომაა დაძაბულობა საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის.

დანიგენის თქმით, „შეერთებული შტატებისთვის აბსოლუტური პრიორიტეტია სანქციების დაცვა და განხორციელება, ან მასთან შესაბამისობა იმ შემთხვევაში, თუ [რომელიმე ქვეყანას] სანქციებზე ხელი არ მოუწერია“ და ეს ნამდვილადაა ის საკითხი, რაზეც ამერიკა საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობს.

„საქართველომ ნამდვილად უნდა გაიაზროს, რომ სანქციების არიდების გზით არ გვსურს გავაგრძელოთ ომის დაფინანსება და მათი სამხედროების დაფინანსება მომავალი აგრესიებისთვის. ასე რომ, ესაა საუბარი, რომელიც გვაქვს საქართველოს მთავრობასთან. მომავალ თვეს ჩვენი სპეციალური კოორდინატორი სანქციებთან დაკავშირებით, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოს ეწვევა, რათა გააგრძელოს ეს მნიშვნელოვანი დიალოგი“, - თქვა დანიგენმა.

ელჩმა ასევე დაამატა, რომ საქართველოს მხრიდან ამ თემაზე მუშაობის მზაობა არსებობს. „საქართველოს მთავრობამ გვითხრა, რომ მათ სურთ ამ სანქციებს მიყვნენ და გვთხოვეს მათ დავეხმაროთი იმაში, რომ საქართველოდან გასული პროდუქციის სახით, როგორმე არ მოხდეს სანქციებისთვის თავის არიდება“.

დიპლომატმა 30-წლიანი გამოცდილებით მკაფიოდ გაუსვა ხაზი იმას, რომ „სამწუხაროდ, საქართველომ ძალიან კარგად იცის ის საფრთხე, რომელიც ახლა უკრაინის წინაშე დგას, ვინაიდან ისინი რუსეთის მიერ ოკუპირებული არიან 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე“.

დანიგენმა თქვა, რომ ის აპირებს საქართველოს მთავრობასთან მჭიდროდ მუშაობას, რათა აიძულოს რუსეთი, შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები.

რობერტ დანიგენი სახელმწიფო დეპარტამენტში 1992 წლიდან მუშაობს. მას ჰყავს ქმარი და ორი შვილი. ამჟამად ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს. საქართველოში ელჩობის კანდიდატად დანიგენი პრეზიდენტმა ბაიდენმა 13 თებერვალს წარადგინა.

"ამერიკის ხმის" სტატია სრულად