მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანიის მთავრობა შინამეურნეობების დასახმარებლად $9 მილიარდს გამოყოფს

5ee88992c70df
ნათია თაქთაქიშვილი
16.06.20 14:34
1041
კორონავირუსის პანდემიის გამო ეკონომიკური კრიზისის შედეგების დასაძლევად, დანიის მთავრობა შინამეურნეობებს სპეციალურ ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ქვეყნის პარლამენტმა აღნიშნული პროგრამა ხმათა უმრავლესობით უკვე დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯამში, პროგრამაზე 60 მილიარდი კრონი (9,04 მილიარდი აშშ დოლარი) დაიხარჯება. თითოეული მოქალაქისთვის კონკრეტული თანხა განისაზღვრება 2019 წლის 1სექტემბრიდან 2020 წლის აგვისტომდე მიღებული შემოსავლის მიხედვით.

პარლამენტმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეხმაროს სოციალურად დაუცველებს და პენსიონერებს - ყველა მათგანი მიიღებს ათას კრონს (151 აშშ დოლარი).

"გულწრფელად უნდა ითქვას, რომ ეს რადიკალურად არ შეცვლის ადამიანების ცხოვრებას. ეს არის დახმარება, რომ სიტუაცია დაიქოქოს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნიკოლაი ვამენმა.

კორონავირუსის მიერ გამოწვეული შეზღუდვების გამო, დანიის ეკონომიკამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 2020 წელს ყველაზე დიდი კლება განიცადა.