მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დანის პირზე უნდა ვიაროთ” - ამირან გამყრელიძის რეკომენდაცია

60d194d86a76b
ინგა მურუსიძე
22.06.21 11:55
5755
"უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი და გავიაროთ დანის წვერზე", - ასე აფასებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე შეზღუდვების ძირითადი ნაწილის მოხსნას.

როგორც მან უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებული აღარ არის, თუმცა მიზანშეწონილია.

„საქართველოში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება მესამე ტალღის პიკთან მიმართებით, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით. აუცილებელია, რომ დღეს გამოცხადებული შეზღუდვების მოხსნა რეკომენდაციის სახით მივიღოთ და ყველა რეგულაცია დავიცვათ. პირბადე გარე სივრცეში აუცილებელი არ იქნება, მაგრამ რეკომენდებული რჩება, ამიტომ ვისაც მიზანშეწონილად მიაჩნია, უნდა ვატაროთ ის.

რაც შეეხება სხვა შეზღუდვებს, შემსუბუქებასთან მიმართებით უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად; უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი და ვიაროთ დანის პირზე, რათა ერთი მხრივ, არ გაუარესდეს ეპიდსიტუაცია და მეორე მხრივ, მეტი თავისუფლება მიეცეს ეკონომიკას, რადგან ტურისტული სეზონია და ბევრი ადამიანი ჩამოდის ქვეყანაში. დღეს შტაბში იქნება განხილვა უსაფრთხო ტურიზმთან მიმართებით დამატებითი კვლევების ჩატარების თაობაზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.