მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დანიშნეთ ვადამდელი არჩევნები” - ვასილ სოფრომაძე ხელისუფლებას მიმართავს

618101cd3e987
BM.GE
02.11.21 14:04
1769
სუპერმარკეტების ქსელის “ფრესკოს” დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე ვიდეო-მიმართვას ავრცელებს. ბიზნესმენი ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს.

“ძალიან გამაკვირვეთ "ქართულმა ოცნებამ", პირველად ვერ ამოვიცანი რა მოხდებოდა, მეგონა, საერთოდ არცერთ ოლქს არ დათმობდით. რაც ხელისუფლებაში მოხვედით, მას შემდეგ ვამბობ რაც მოხდება, არა იმიტომ რომ წინასწარმეტყველი ვარ - არა, იმიტომ რომ ძალიან ბიზნესურად უდგებით ხელისუფლების შენარჩუნების საქმეს, ამიტომ თქვენი ყველა ნაბიჯი აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის. მეგონა, რომ ყველგან მოიგებდით და არცერთ უბანს არ დათმობდით, მოიგებდით მოსყიდვებით და იმ სიბინძურით რასაც აკეთებთ.

სამეგრელოსთვის ალბათ რაღაც პატარა ძვალი მონახეთ რომ გადაგეგდოთ და ამით მაინც შეგენარჩუნებინათ დემოკრატიის სახე. არასოდეს მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, ჩემი კოლეგებისათვის, თანამშრომლებისა და ათასობით ადამიანისთვის მეთქვა, ვისთვის მიეცათ ხმა, რადგან არც მე არ ვარ მწყემსი და არც მათ ვთვლი ცხვრებად. ყველამ თავისი არჩევანი თავად უნდა გააკეთოს.

ცხვრებზე გამახსენდა, ძალიან კარგად ასვენებენ მთაში, კარგად ეპყრობიან და იცავენ, რომ მგელმა არ მოიტაცოს, მერე პარსავენ, მერე სამწვადედ იყენებენ.

ზოგიერთი ცხვრის გასაგონად, სანამ ცოცხლად არიან ცხვრები, ჭამენ და სვამენ მაინც და კურორტზე არიან მთაში.

ორი გზა გაქვთ, ერთი - ზუსტად ვიცი, რისი გაკეთებაც გინდათ, ვერ მოიგებთ ვერცერთ არჩევნებს და ეს თქვენ იცით, ამიტომ ახლა დაიწყებთ ტერორს, ოპოზიციონერების ციხეში ჩასმას და ტელევიზიების დახურვას ან მეორე გზაა - არჩევნების დანიშვნის, ჩაატარეთ არჩევნები, ნუ ეთამაშებით ცეცხლს", - აცხადებს სოფრომაძე.

მიმართვაში ვასილ სოფრომაძე ასევე მიმართავს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და მას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.