11.ოქტომბერი .2019 10:45

დანიური სპორტული ბრენდი Hummel საქართველოში შემოვიდა

views 455
უკან

თითქმის 100-წლიანი ისტორიის მქონე დანიური სპორტული ბრენდის “Hummel“-ის პირველი მაღაზია, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“ გაიხსნა. საქართველოში ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია „სპორტ თრეიდ ჯორჯია“, რომელიც სამომავლოდ ქვეყნის მასშტაბით კიდევ რამდენიმე მაღაზიის გახსნას გეგმავს.

„შეცვალე მსოფლიო სპორტის გზით“ - ასეთია ევროპაში ერთ-ერთი უძველესი სპორტული სამოსის მწარმოებელი ბრენდის Hummel დევიზი.

თავდაპირველად ბრენდი მომხმარებელს მხოლოდ სპორტულ ფეხსაცმელსა და სამოსს სთავაზობდა. მოგვიანებით კი გაფართოვდა და სხვადასხვა სპორტული ინვენტარის წარმოებაც დაიწყო.

1950-იანი წლებიდან, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, “Hummel“ აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტში. გარდა ამისა, ბრენდი აფინანსებს სპორტის სხვადასხვა სახეობის კლუბებს დანიაში, გერმანიაში, პოლონეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

“Hummel” გერმანულ ენაზე დიდი ზომის ფუტკარს ნიშნავს და ერთი შეხედვით თითქოს არავითარი კავშირი არ აქვს ფეხბურთთან. ფეხბურთის ბუცის შექმნა სწორედ აღნიშნულ ბრენდს და მის დამაარსებელს ალბერტ მესმერს უკავშირდება. მან ფეხბურთელებისთვის სპეციალური ფეხსაცმლის შეკერვა 1923 წლის ერთ წვიმიან დღეს გადაწყვიტა - მაშინ, როდესაც საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ უჭირდათ სპორტსმენებს თამაში ცუდი ამინდის პირობებში. წვიმაში მოთამაშე ფეხბურთელებმა მას დიდი ფუტკრები მოაგონა, რომელთაც თავიანთი მძიმე სხეულისა და თხელი ფრთების გამო თითქოს ფრენა არ უნდა შეეძლოთ, მაგრამ დაფრინავენ – სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა იდეა, ბრენდის სიმბოლო დიდ ზომის ფუტკარი - “Hummel“ გამხდარიყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა