მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Danske Bank ესტონეთში ფილიალს ხურავს

5d93575570273
მიხეილ ხაჩიძე
03.10.19 20:00
800
დანიურმა Danske Bank-მა, რომელიც ფულის გათეთრების სკანდალშია გახვეული, ესტონეთში ფილიალის დახურვის პროცედურა დაიწყო. ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ფინანსური ინსტიტუტის პრესსამსახურმა გაავრცელა.




მათი ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში, Danske Bank-ის ესტონურმა ფილიალმა ქვეყნის ფინანსური ზედამხედველობის ორგანოსგან მიიღო ბრძანება, რომ შეწყვიტოს ოპერაციები.



"ფილიალის დახურვის პროცედურის ნაწილი უკვე დაწყებულია; უახლოეს დღეებში ბანკის ყველა ლოგო ამოღებული იქნება ტალინის ცენტრში მდებარე სათაო ოფისიდან. ბანკის კორპორატიული და კერძო კლიენტების საკრედიტო პორტფელები სხვა ბანკებს გადაეცემა”, - აცხადებენ ბანკში.



Danske Bank-ის ესტონური ფილიალი ფულის გათეთრების სკანდალის ცენტრში გასულ წელს მოექცია. ამ თემაზე გამოძიება ესტონეთში, დანიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და აშშ-ში ამ დრომდე მიმდინარეობს. ბანკის საკუთარი გამოძიების თანახმად, 2007 – დან 2015 წლამდე პერიოდში, ესტონეთის ფილიალში 234 მილიარდ დოლარამდე საეჭვო წარმოშობის ფული დაფიქსირდა, რომლის უმეტესი ნაწილი უკანონოდ იქნა მიღებული რუსეთიდან, ასევე დიდი ბრიტანეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან.