მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა-პარლამენტის პრესსამსახური

5df22415750b1
თელარა გელანტია
12.12.19 15:25
599
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, სხდომის მიმდინარეობის დროს გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა.

შეუძლოდ გახდნენ დეპუტატები: ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა და კობა ლურსმანაშვილი. დაშავდა ასევე პარლამენტის აპარატის 2 თანამშრომელი - ირაკლი მიქაძე და ციური როსტომაშვილი, რომელიც სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კლინიკაში უკვე გადაიყვანეს.

პრესსამსახურის ცნობით, დაშავებულებს სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ.

პარლამენტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.