მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია უახლოეს 2-3 კვირაში დასრულდება

5f68de46f1ccf
ანუკა ჯოხაძე
21.09.20 21:17
1052
დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია უახლოეს 2-3 კვირაში სრულად დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა ალექსანდრე ტოგონიძემ მიაწოდა. როგორც ტოგონიძე ამბობს, დარჩენილია მხოლოდ მცირე სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა ადგილს ესტუმრონ.

“პანდემიამ დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციასაც შეუშალა ხელი, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ 2 კვირით მოგვიწია ვადის გადაწევა, ისიც პანდემიაზე მეტად რეაბილიტაციისას წავაწყდით სირთულეებს, გალავნის უკან აღმოვაჩინეთ ძველი გალავნის კედელი და იმ ღრმა ნიშნულამდე ვეღარ ჩავედით, რომ სადრენაჟე სისტემა გაგვეკეთებინა და პროექტი გადავაწყვეთ. ეს პროექტი დასასრულს უახლოვდება დარჩა მხოლოდ დეკორატიული მინათების გაკეთება და გამწვანების სამუშაოები. უახლოეს 2-3 კვირაში სრულად დასრულდება პროექტი და ჩვეულებრივ შეეძლება ყველა მსურველს დაათვალიეროს", - ამბობს თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი ალექსანდრე ტოგონიძე.

შეგახსენებთ, დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია თბილისის განვითარების ფონდმა 2019 წლის ივლისში დაიწყო. პროეტისთვის 2 მილიონ ლარამდე (1 997 851 ლარი) თანხა იყო განსაზღვრული. სამუშაოები 16 თვეში უნდა დასრულებულიყო.