მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარგები, სადაც III კვარტალში ყველა მაღალი ხელფასი დაფიქსირდა

61baee86b892e
ვიქტორია მღებრიშვილი
16.12.21 11:52
436
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - ეს ის დარგებია, სადაც მიმდინარე წლის III კვარტალში საქართველოში შედარებით მაღალი საშუალო თვიური ხელფასები დაფიქსირდა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული „დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის“ სტატისტიკის მიხედვით, III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით (129.0 ლარით) გაიზარდა და 1 368.5 ლარი შეადგინა.

საშუალო შრომითი ანაზღაურების მოცულობა დარგების მიხედვით ასეთია:

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 234.9 ლარი, ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით;
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 193.7 ლარი, ზრდა 2.0%;
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 003.6 ლარი, ზრდა 4.9%;
• მშენებლობა – 2 003.1 ლარი, ზრდა 6.8%.

ამასთან, საქართველოში ბიზნეს სექტორში 2021 წლის III კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 149.7 ლარით (11.5%) გაიზარდა და 1 455.5 ლარი შეადგინა.

III კვარტალში ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებსა და ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგში დასაქმებულებს ჰქონდათ.

დოკუმენტის მიხედვით, ამ პერიოდში ხელფასი პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში ხელფასი 3.5%-ით გაიზარდა და 2 265 ლარი შეადგინა, ხოლო ხელოვნება, გართობა და დასვენების მიმართულებით ზრდა 60.4% იყო და 2 336.2 ლარი შეადგინა.

2021 წლის III კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 89.1 ლარით (7.9%) გაიზარდა და 1 219.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს აქვთ.