საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შეფასების, პრობლემების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით თემატური მოკვლევა დაიწყო თემაზე - „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“.
"საკომიტეტო თემატური მოკვლევა, ახალი საზედამხედველო ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც პარლამენტი საკითხის შესწავლის მიზნით უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას მოკვლევის პროცესში პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაწყვეტის გზების შემუშავებისთვის. შესაბამისად, საკომიტეტო თემატური მოკვლევის პროცედურის თანახმად, დასაბუთებული/არგუმენტირებული მოსაზრების წარსადგენად ტექნიკური პირობები დაეგზავნა საჯარო უწყებებს, ბიზნეს ასოციაციებს, სავაჭრო პალატებს, საკონსულტაციო/ანალიტიკურ კომპანიებს, უმაღლეს სასწავლებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს/პროგრამებს.
თემატური მოკვლევის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საკითხის მოსმენა, რომელზეც კერძო სექტორიდან მოწვეულნი არიან: საერთაშორისო სავაჭრო პალატა, ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, საქართველოს საბანკო ასოციაცია, გადასახადის გადამხდელთა კავშირი, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფი (PMCG), ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი"-ნათქვამია პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
როგორც ირკვევა, მოკვლევის ჯგუფმა საკითხის მოსმენა საჯარო სექტორთან 2021 წლის 15 დეკემბერს უკვე გამართა. მოკვლევის შემდეგ ეტაპს წარმოადგენს საკითხის მოსმენა უკვე კერძო სექტორთან, რომელიც 25 იანვარს 11:00 საათზე, ონლაინ ფორმატში გაიმართება.
მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, ხატია წილოსანი, ლევან ქარუმიძე, ირაკლი ზარქუა, ნინო იობაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ისკო დასენი, ხათუნა სამნიძე, ფრიდონ ინჯია.
თემატური მოკვლევა კონრად ადენაუერის ფონდის (Konrad Adenauer Foundation) მხარდაჭერითა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით ხორციელდება.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი