მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დარწმუნებულები ვართ ზეთისხილის კულტურა ძალიან მალე ყურძენს და თხილს გადაუსწრებს"

5e11852570a81
თათია ჩაფიჩაძე
05.01.20 10:35
2819
„ქართული ზეთისხილის“ კომპანიის დამფუძნებლის გიორგი სავანაძის განცხადებით, საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა გახდეს მსოფლიოში ზეთისხილის წარმოების მესამე ჰაბი და გადაუსწროს ისეთ ტრადიციულ კულტურებს, როგორიცაა ყურძენი და თხილი.

მისი ინფორმაციით, ქართული ზეითუნის ზეთი საუკეთესო ხარისხის მაჩვენებელია, რაც მის სამომავლო პერსპექტივას განაპირობებს.

„ჩვენ ვცდილობდით რომ დარგს შემდეგი განვითარება მოყოლოდა, დარწმუნებულები ვართ რომ ძალიან მალე როგორც ყურძენს, ასევე თხილს გადავუსწრებთ და საქართველოში ზეთისხილის კულტურა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ჩვენი ხარისხი მსოფლიოში არის საუკეთესო, სიმჟავიანობა ერთის ტოლიც არ არის, რაც უმაღლესი ხარისხის მანიშნებელია.

ევროპას სჭირდებოდა მესამე ჰაბი. ერთია ესპანეთში, მეორე იტალიაში და მესამე აქეთ გამოსასვლელი არ ჰქონდა და რადგან ჩვენ ჩინეთთან, ევროპასთან, ყველასთან გვაქვს სავაჭრო შეთანხმება, ეს საშუალებას გვაძლევს აქ იყოს წარმოებები და სწორედ აქ შეიქმნას მესამე ჰაბი.

ჩვენ კატევესთან ერთად 1000 ჰექტარზე ვამზადებთ და მეორე 1000 ჰექტარზე საპარტნიორო ფონდთან ერთად ვფიქრობთ. თებერვლის ბოლოს დარგვებს დავიწყებთ და მარტო ჩვენ 2500 ჰექტარი გვექნება. მაგრამ სხვა ფერმერებიც უნდა დაინტერესდნენ ამით და გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა რაც არსებობს. რაც უფრო მეტი მოსავალი გვექნება, მით უფრო მეტ დიდ ქსელთან დავიწყებთ მოლაპარაკებებს. ამ ეტაპზე „კარფურთან“ დავასრულეთ წარმატებებით მოლაპარაკებები და ჩვენი პროდუქცია შევა მათთან.

ჩვენს ბაზარზე გამოჩენამდე პროდუქციის 100% იყო იმპორტირებული, დღეს 22%-ის ჩანაცვლება შევძელით და იმედი მაქვს სწორი განვითარებით, გაცილებით შევამცირებთ იმპორტს და ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.“ - აღნიშნა სვანიძემ.

„საქმიან დილაში“ სტუმრობისას გიორგი სვანიძემ ასევე განაცხადა, რომ ზეთისხილის მსოფლიო საერთაშორისო საბჭო 2020-ში საქართველოში შეიკრიბება. მისი ინფორმაციით საბჭომ თავის თავზე აიღო საქართველოში დარგის განვითარება, რომელიც ტრეინინგებს, სუბსიდირებას, თანამედროვე ლაბორატორიის გახსნას და სერთიფიკატების გაცემას მოიაზრებს.