მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარწმუნებული იყავით, "მწვანე პასპორტები" ამოქმედდება... თარიღს მე არ ვადგენ - გამყრელიძე

616fcdbf84198
მარიამ ვარადაშვილი
20.10.21 12:11
4010
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მთავრობას ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, თუმცა რომელ მოდელს აირჩევს ქვეყანა, ამას საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტს.

“პროგნოზი საიმედო არ არის. დღესაც იქნა ეს დავალებები გაცემული, რომ მომზადდეს კვლავ პაკეტი შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის. გეთანხმებით, რომ ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება და ამას გადაწყვეტს საკოორდინაციო საბჭო.

[მწვანე პასპორტები] ამოქმედდება, დარწმუნებული იყავით, რომ ამოქმედდება; ვერ გეტყვით როდიდან, რადგან თარიღს მე ვერ ვადგენ. მრავალი მიდგომაა ამ “მწვანე პასპორტთთან” მიმართებით, რომელს აირჩევს საქართველო - ოფცია 1, 2 თუ 3-ს - ეს უნდა იქნეს წარდგენილი საკოორდინაციო საბჭოზე", -განაცხადა გამყრელიძემ.

20 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 31.9%-ია სრულად აცრილი. ბოლო 24 საათში 5543 ადამიანი აიცრა, ხოლო სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 015 699 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 35.7 %-ია. მთავრობის გეგმით, წლის ბოლომდე 60% უნდა აიცრას.