თბილისში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი ბიზნესფორუმი გაიხსნა.
„ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ბოლო წლებში დინამიურად ვითარდება, განსაკუთრებით წარმატებული იყო 2022 წელი - 400 მილიონ დოლარზე მეტი სავაჭრო ბრუნვა. ვფიქრობ, 2023 წელი ბევრად უფრო ინტენსიური იქნება. ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ტურიზმის მიმართულებით თანამშრობლობა. რაც შეეხება საინვესტიციო მიმართულებით არსებულ სურათს - 2003 წლიდან დღემდე საქართველოში მილიარდ 100 მილიონი დოლარის ინვესტიციებია განხორციელებული. დარწმუნებული ვარ, მომავალში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება და მეტ ინვესტიციას ვიხილავთ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. იმედი მაქვს, რომ საამიროებიდან ინვესტიციებს მივიღებთ უძრავი ქონების, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, წარმოების განვითარების კუთხით“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ფორუმზე არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესსექტორი წარმომადგენლობითი დელეგაციით მონაწილეობს, მის მუშაობაში ასევე აქტიურადაა ჩართული ქართული ბიზნესი - სასტუმრო „ბილტმორში“ ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის გარდა, მათ პირისპირ შეხვედრების და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოების საშუალება აქვთ. აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების კერძო სექტორის ინტერესს საქართველოში რამდენიმე მიმართულება წარმოადგენს - აგროსექტორი, ლოგისტიკა, რითეილი და სხვ.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აღნიშნავს, ორ ქვეყანას შორის წარმატებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ხელს უწყობს სტრატეგიული შეთანხმება ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ლიდერებს შორის არსებული მჭიდრო კავშირის კუთხით.
„უკვე დადასტურებულია მიმდინარე წელს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, რაც დამატებით სტიმულს მისცემს ბიზნესს ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა. ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმატებულ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე და ამ კუთხით არსებული დინამიკის კიდევ უფრო ზრდა-განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა სხვადასხვა სექტორების მიმართულებით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი