დარწმუნებული ვარ, ლაგუნა ვერეს ტერიტორიის მესაკუთრე თავად, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, საჭირო დროს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ #BMGDRIVE-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ლაგუნა-ვერეს ტერიტორია არის კომერციული ზონა, სადაც კომერციული ინფრასტრუქტურა იყო და უნდა მოხდეს ისევ კომერციული ინფრასტრუქტურის მოწყობა-მოწესრიგება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტერიტორიის მესაკუთრე თავად სწორად გადაწყვეტილებას მიიღებს საჭირო დროს.
ჩვენ დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს ეკონომიკაში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ეკონომიკური მდგომარეობა და არა მხოლოდ ლაგუნა-ვერეს ტერიტორია, არამედ რამდენიმე ასეთი ადგილი, რომელიც არის ქალაქში და გააჩნია ეკონომიკური პოტენციალი, არ არის ათვისებული, რადგან პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის ეკონომიკა. მე მჯერა, რომ ეს ტერიტორია ძალიან მალე დაიწყებს მოწესრიგებას და ამისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სპორტულ კომპლექსს "ლაგუნა ვერეს" 99.97%-იან წილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია სს "იუნიონი" ფლობს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი