მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარწმუნებული ვარ, საქართველოს თითოეული მოქალაქე გონივრულ არჩევანს გააკეთებს - გახარია

6157f5f1b390b
თელარა გელანტია
02.10.21 10:10
704
თბილისის მერობის კანდიდატმა, პარტია - "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ საკუთარი არჩევანი გააკეთა.

მან მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ და „გონივრული არჩევანის“ გაკეთებისკენ მოუწოდა.

„აშკარააა, არჩევანს ვაკეთებთ წარსულსა და მომავალს შორის, განახლებასა და წარსულს შორის. ეს ორი ძალა, გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ასაზრდოებს, წლებია, წარსულში გვექაჩება. ამიტომ დარწმუნებული ვარ, საქართველოს თითოეული მოქალაქე გონივრულ და გულით არჩევანს გააკეთებს.

მე მინდა მოვუწოდო ყველას, მივიდნენ არჩევნებზე - არავინ მოგატყუოთ ეს არაა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ეს განახლების არჩევნებია და ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, განსაკუთრებით ბოლო 1 თვის განმავლობაში, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ერთპიროვნულმა მმართველობამ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.