11.მაისი .2021 16:43

დარწმუნებული ვარ, ვაქცინაციის წყვეტა არ გვექნება- ივანე ჩხაიძე

დარწმუნებული ვარ, ვაქცინაციის წყვეტა არ გვექნება- ივანე ჩხაიძე
views 197
უკან

გვინდა, რომ ვაქცინების მიწოდების უწყვეტობა შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ვაქცინების მარაგები და მოსალოდნელი შესყიდვები ამის თქმის საფუძველს იძლევა.

"ჩვენ გვინდა, რომ უწყვეტობა იყოს შენარჩუნებული. 1-კვირიანი, თუნდაც 3-დღიანი ინტერვალი ვაქცინის მიწოდებაში გამოიწვევს ძალიან დიდ ნეგატიურ რეაქციას, რაც ჩვენთვის ნამდვილად არასასურველია, ამიტომ ის გათვლები, რაც დღეისთვის გვაქვს, მიუთითებს, რომ ქვეყანაში არსებული დღევანდელი დოზები მოგვცემს შესაძლებლობას, მინიმუმ 3-4 კვირის განმავლობაში დაველოდოთ ვაქცინების ახალ დოზებს.

არსებულ მდგომარეობაზე არ ვთვლი, რომ კრიტიკულია, თუმცა არსებული პერსპექტივიდან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ ივნის-ივლისში კიდევ უფრო მეტი ვაქცინა შემოვა. ეს არ გულისხმობს, საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებას, თუმცა ის, რომ ჩვენ არ გვექნება წყვეტა, ამაში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.