მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დასაფასებელია პანდემიისას TAV Georgia-ს $17 მლნ-იანი ინვესტიცია ბათუმის აეროპორტში“

605c822f1d238
ვიქტორია მღებრიშვილი
25.03.21 15:28
907
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ პანდემიის პერიოდში ინვესტორების მხრიდან ბათუმის გაფართოების პროექტის განხორციელება დასაფასებელია.

მისი თქმით, აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტზე ინვესტორმა კომპანია TAV Georgia-მ 17 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია თანხაა.

„ეს მასშტაბური პროექტი მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში საერთაშორისო ინვესტორებმა, კერძოდ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველმა კომპანია - TAV Georgia-მ ჩვენს ქვეყანაში დამატებითი ინვესტიცია განახორციელა, რომლის მოცულობა 17 მლნ დოლარს შეადგენს. პანდემიის პერიოდში ამხელა ინვესტიცია ძალიან დასაფასებელია და მინდა მადლობა გადავუხადო კომპანიას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სამუშაოებზე 300-მდე ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ტურიზმის აღდგენის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განახლებული და გაფართოებული აეროპორტი ამ პროცესში დიდ წვლილს შეიტანს.

„ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია და პანდემიამ ის მსოფლიოში და ასევე ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვნად დააზარალა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ ზიანის შესამცირებლად და პანდემიის შემდგომი პერიოდისთვის უკეთ მოსამზადებლად. ქვეყნაში არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა და ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. პანდემიასთან ბრძოლამ საშუალება მოგვცა უფრო ადრე გაგვეხსნა ქვეყანა საერთაშორისო მგზავრებისთვის და უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელოვანი ქართველი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეიტანს. აეროპორტის განვითარებით და განახლებით მისი გამტარუნარიანობა გაორმაგდა და ის წელიწადში 1.2 მლნ მგზავრს მოემსახურება“, - თქვა პრემიერმა.