13.მარტი .2023 10:31

დასაქმდი აეროპორტში! - „ტავ ჯორჯია“ დასაქმების ფორუმს ბათუმის აეროპორტში გამართავს

დასაქმდი აეროპორტში! - „ტავ ჯორჯია“ დასაქმების ფორუმს ბათუმის აეროპორტში გამართავს
views 471
უკან

აეროპორტში მუშაობით დაინტერესებულ პირებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, დასაქმების ფორუმზე, თბილისის შემდეგ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში იწვევს.

ღია კარის დღე, 17 მარტს, 10:00-17:00 საათამდე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში გაიმართება.

დაინტერესებული პირები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ვაკანსიების შესახებ და დეტალურად გაეცნობიან თავიანთ ფუნქცია-მოვალეობებს ამა თუ იმ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში.

„ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 1 500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.