მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასაქმდი დეველოპერად და შემდეგ გადაიხადე - „ალტე უნივერსიტეტი“ Angular-ის შემსწავლელ კურსს იწყებს

622b35a988412
ინგა მურუსიძე
11.03.22 16:15
1715
“ალტე უნივერსიტეტი” Angular-ის შემსწავლელ კურსს 21 მარტიდან იწყებს და მასზე მოხვედრა შეუძლია ნებისმიერ 40 მსურველს, ვინც ინგლისური ენა საბაზისო დონეზე იცის; ასევე ერკვევა front-end დეველოპმენტის ძირითად პრინციპებში. კურსის გავლის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ამ ბმულზე.

კურსი 6 თვე გასტანს და მისი ღირებულება ამჟამად 3 900 ლარია, თუმცა "ალტე უნივერსიტეტს" მსურველებისთვის საინტერესო შეთავაზება აქვს: წინასწარ მონაწილე იხდის კურსის სრული საფასურის მხოლოდ 30%-ს, ხოლო დარჩენილ 70%-ს კი კურსის დასრულებისა და დასაქმების შემდეგ გადაიხდის.





Angular-ის შესახებ BMG "ალტე უნივერსიტეტის" უწყვეტი განათლებისა და სატრენინგო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორ ირინა დავითაშვილს ესაუბრა, რომელიც პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გვაცნობს:

„Angular არის IT პროგრამირების ენა, რომლითაც იწერება მულტიფუნქციური ვებ-გვერდები და აპლიკაციები, როგორიც არის მაგალითად - Google-ის ძირითადი პლატფორმები, საქართველოში უამრავი კომპანიის შიდა მოხმარების აპლიკაციები და სხვა. მიმართულება ძალიან მოთხოვნადია დღეს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. გამომდინარე იქიდან, რომ დღესდღეობით პროფესიონალი კადრების ძალიან დიდი დეფიციტია, საქართველოში მყოფი დეველოპერები ე.წ. ფრილანსერებად მუშაობენ საზღვარგარეთ, რადგან მათი ანაზღაურება იქ გაცილებით მაღალია, შესაბამისად, ქართულ კომპანიებს უჭირთ მოიძიონ პროფესიონალი Angular-სპეციალისტები.

საქართველოში დამწყები Angular-სპეციალისტის ხელფასი საშუალოდ 2500 ლარია, ხოლო გამოცდილი Angular სპეციალისტების - 15 000 ლარი. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით კადრების დეფიციტია, ალტე უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, არა მხოლოდ გადაამზადოს სპეციალისტები, არამედ დააკავშიროს ისინი დამსაქმებლებთან“, - განაცხადა ირინა დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ „ალტე უნივერსიტეტი“ თანამშრომლობს ისეთ მსხვილ დამსაქმებლებთან, როგორებიც არიან „საქართველოს ბანკი“, „ტერა ბანკი“, „აჭარაბეთი“ და ა.შ.

ირინა დავითაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული კომპანიები დაინტერესებული არიან კურსდამთავრებულების დასაქმებით.

"დარწმუნებული ვართ, ის ვინც მაქსიმალური ძალისხმევით ისწავლის ჩვენთან, აუცილებლად დასაქმდება“, - ამბობს ირინა დავითაშვილი.

რატომ უნდა აირჩიოთ ალტე უნივერსიტეტის კურსი? - ამ კითხვის საპასუხოდ ირინა დავითაშვილი ორ ძირითად ფაქტორს ასახელებს, ესენია - პრაქტიკული სწავლება და დასაქმება: „ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და აღმოჩნდა, რომ საქართველოში არსებული კურსების უმეტესობა Angular-ს ასწავლის მხოლოდ თეორიულად. პროგრამირების თეორიულად სწავლება კი შეუძლებელია. ჩვენი პროგრამის უპირატესობა არის ის, რომ სწავლების 70% არის პრაქტიკული. ამაში იგულისხმება ის, რომ კურსის მონაწილეები, მთელი 6 თვის განმავლობაში იმუშავებენ რეალურ პროექტზე. როცა ადამიანები უკვე Angular-სპეციალისტებად მუშაობენ, მათ აქვთ სხვადასხვა როლი განაწილებული. ჩვენი კურსის მონაწილეებს შესაძლებლობას ვაძლევთ შეისწავლონ ყველა როლი. ასევე, ვასწავლით, თუ როგორ უნდა იმუშაონ გუნდში, რასაც ძალიან ბევრი უნარ-ჩვევა სჭირდება. კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებული სრულად იქნება მზად, იმუშაოს კომპლექსურ Angular პროექტებზე.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც ჩვენი კურსი არის სხვებისგან გამორჩეული, გახლავთ დასაქმების საკითხი. ჩვენ უშუალოდ ვაკავშირებთ ადამიანებს მსხვილ დამსაქმებლებთან. გვექნება შეხვედრები კურსის განმავლობაშიც. Angular-გუნდებს შევახვედრებთ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელს“.

საუბრის ბოლოს მან ასევე განაცხადა, რომ "ალტე უნივერსიტეტში" ფორმირების ეტაპზეა IT-სკოლა, რომელშიც დაინერგება ისეთი პროგრამების სწავლება, რაც საქართველოში ჯერ ხელმისაწვდომი არ არის.




ინფორმაციისთვის, 2016 წელს Google-ის მიერ Angular-ის გაშვებიდან დღემდე, Angular-ის პოპულარობა მუდმივად იზრდება. მას იყენებენ ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა: Google, Samsung, BMW და Forbes. ანგულარის გამოყენებით იქმნება ინტერაქტიული და დინამიური SPA ტიპის აპლიკაციები.

Angular-ის ინსტალაციისთანავე Developer-ი ღებულობს ყველა ძირითად ინსტრუმენტს Single-Page აპლიკაციის შესაქმნელად. აპლიკაციათა უმრავლესობის ძირითადი ნაწილის შესაქმნელად სხვა ბიბლიოთეკის გამოყენებაც კი არ არის საჭირო, რადგან Angular-ის ოფიციალური ბიბლიოთეკა საკმარისზე მეტ შესაძლებლობას იძლევა. ის Google-ის გუნდის მიერ არის შექმნილი, რაც უსაფრთხოებისა და კოდირების უმაღლეს სტანდარტს გულისხმობს.

ამ თანმიმდევრულობის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად და მუშაობის პროცესის გასამარტივებლად, Angular-ის გუნდმა შექმნა CLI, რომელიც მოკლე ბრძანებების გამოყენებით ქმნის განმეორებად კოდის ბლოკებს.

Angular დეველოპმენტის მოდულარული სტრუქტურა კოდს მისი ფუნქციონალის მიხედვით ყოფს მოდულებად, რაც არა მხოლოდ აპლიკაციის ფუნქციონალის ორგანიზებას ამარტივებს, არამედ ქმნის კოდის ფრაგმენტებს, რომლის გამოყენებაც მომავალშიც შეეძლება, როგორც ავტორს, ასევე აპლიკაციაზე მომუშავე ნებისმიერ დეველოპერს.

ამ და უამრავი სხვა მიზეზების გამო, Angular-ის პოპულარობა სულ უფრო იზრდება. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნაც მის სპეციალისტებზე.
(R)