მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დასაქმების ადგილები არსებობს, მაგრამ პროფესიები გამქრალია“ - კულტურის მინისტრი

61010804b161e
ვიქტორია მღებრიშვილი
28.07.21 11:37
2788

კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის განცადებით, მომდევნო 10 წელიწადში კულტურის წილი ქვეყნის მშპ-ში 2.8%-დან 3.5%-მდე უნდა გაიზარდოს - ამის შესახებ მან ეთნოგრაფიულ მუზეუმში, კულტურის სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმის წარდგენისას განაცხადა.


მინისტრმა კულტურის სფეროში კვალიფიციური კადრების დეფიციტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პრობლემის მოგვარება სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.

„კულტურა და ეკონომიკა მომავალი 10 წლის მანძილზე უნდა გახდეს ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება და ჩვენი გათვლებით, თუ ყველანი საზოგადებასთან ერთად ვიმუშავებთ, ვვარაუდობთ, რომ 2030 წლისთვის კულტურის წილი ქვეყნის ეკონომიკაში 2.8%-დან 3.5%-მდე უნდა გაიზარდოს, სექტორში დასაქმებულთა წილი საერთო დასაქმებაში - 5.2%-დან 5.8%-მდე, ხოლო კულტურული ტურიზმი, ჩვენ კოლეგა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად 7.3%-დან 8%-მდე უნდა გაიზარდოს.

აქ მნიშვნელოვანია სიტყვა დასაქმება, თუნდაც აქ, ეთნოგრფიულ მუზეუმში დასაქმების შესანიშნავი პირობებია, მაგრამ ჩვენ ვეძებთ და ვერ ვპოულობთ პროფესიებს, მათ ვინც იცის ხეზე ჭრა, ქვაზე კვეთა, ვინც ხით ხუროა და ვინც ამ სახლებს მოუვლის და უპატრონებს. პროფესიები გამქრალია, მაგრამ დასაქმების ადგილები არსებობს. შესაბამისად, ჩვენ ერთ-ერთ პრიორიტეტად კულტურის სექტორში პროფესიების აღდგენა გვაქვს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.