15.აპრილი.2016 09:37
ეკონომიკა

დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სამთავრობო პორტალი იქმნება

დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სამთავრობო პორტალი იქმნება
სახელმწიფო დასაქმების პორტალი "worknet.gov.ge’", რომელიც სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს ერთმანეთს აკავშირებს, 2014 წლის აპრილში შეიქმნა. ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებული ინფორმაციით, პორტალზე დღეის მდგომარეობით 60 545 სამუშაოს მაძიებელია რეგისტრირებული. მისი საშულებით კი დღემდე სულ 740 ადამიანი დასაქმდა.

"ბიზნესკონტაქტისთვის" ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთ პორტალს შექმნის, რომელიც საზოგადოებას შრომის ბაზრის ტენდენციების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

"უმოკლეს ვადებში ჩვენ გვექნება შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის შემცველი ერთ-ერთი ვებ-პორტალი, რომელიც "worknet.gov.ge''-გან განსხვავდება. ეს არის შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა, რომელიც როგორც სამუშაოს მაძიებელს, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ინფორმირებულს გახდის შრომის ბაზრის ტენდენციების შესახებ", - აცახდებს ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია.

ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს ასევე სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების პროგრამას, რომელიც გასული წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა. ელზა ჯგერენაიას თქმით, პროგრამის ფარგლებში სულ 350- ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი გადამზადდა, საიდანაც 20% დასაქმდა. უწყებას იმედი აქვს, რომ პროგრამა წელს უფრო მასშტაბური გახდება და დასაქმებას გაცილებით მეტი სამუშაოს მაძიებელი შეძლებს.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

19.აპრილი.2019 11:10
16

თუშეთის აეროდრომი - გიორგი კვირიკაშვილის კიდევ ერთი პროექტი, რომელიც შეჩერებულია

ვრცლად
19.აპრილი.2019 11:10
21

საქართველოში იმპორტი შემცირდა

ვრცლად
19.აპრილი.2019 10:41
357

ინიშნება თუ არა მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრად?

ვრცლად
19.აპრილი.2019 10:01
194

„საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი ე.წ. ატკატის გამო დააკავეს

ვრცლად
19.აპრილი.2019 09:50
98

"საბანკო რეგულაციები ძირითადად დაბალი და საშუალო ბიუჯეტის საცხოვრებელ სახლებს შეეხო"

ვრცლად
19.აპრილი.2019 09:03
123

წელს, McDonald’s-ის ბურგერის პურის საწარმოს მშენებლობა დაიწყება

ვრცლად