მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასაქმების ყველა პორტალი ტურიზმის სექტორის ვაკანსიებით სავსეა - ალავერდაშვილი

627a6ae79128a
მარიამ ვარადაშვილი
10.05.22 21:20
1130
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ სტუმარ-მასპინძლობის სექტორში ბევრი ვაკანსიაა. მისივე თქმით, უშუალოდ მის მიერ მართულ სასტუმროებში ამ ეტაპზე 150-მდე ვაკანსიაა მიმტანის, ბარმენის, დამლაგებლის და სხვა პოზიციებზე.

“იმას, რომ ქვეყანაში დასაქმება შესაძლებლობა არ არის, ვერანაირად დავეთანხმები. უამრავი ვაკანსია დევს. შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნახოთ ნებისმიერ საიტზე ვაკანსიების ჩამონათვალი. განსაკუთრებით ჩვენი სექტორიდან და აბსოლუტურად ყველა პორტალი ვაკანსიებით სავსეა. ასევე მოიმატა ხელფასმაც და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნამატმა მინიმუმ 20% შეადგინა. თუმცა სერიოზული პრობლემა გვაქვს განსაკუთრებით კვალიფიციური პერსონალის კუთხით”, - აცხადებს ალავერდაშვილი.

ამას გარდა, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ სექტორში სტუდენტების დასაქმების რიცხვი საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა სწავლების აუდიტორიებში განახლების გამო მათი რაოდენობა შემცირდა.

“ამ სექტორს ძირითადად სტუდენტები ავსებდნენ ხოლმე, რაც ძალიან კარგი იყო თავად სტუდენტისთვისაც და დამსაქმებლისთვისაც, მაგრამ წელს უნივერსიტეტები უმეტეს შემთხვევაში გადასულები არიან ჰიბრიდულ სწავლებაზე, შედეგად, სტუდენტების რაოდენობა საკმაოდ ნაკლებია. დაინტერესებაც ნაკლებია, რომ ეს ვაკანსიები შეივსოს. კადრების მოძიება ამ ეტაპზე დიდი პრობლემაა”, - ამბობს ალავერდაშვილი.