10.ოქტომბერი.2018 20:00
საზოგადოება

დასაქმებული ქართველი სტუდენტების 63% პროფესიით მუშაობს

დასაქმებული ქართველი სტუდენტების 63% პროფესიით მუშაობს
საქართველოში დასაქმებასთან დაკავშირებით არსებული სირთულეების ფონზე, სტუდენტებს პროფესიის დაუფლებასთან ერთად მუშაობაც ხშირად უწევთ. მათი მხრიდან შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრების მცდელობებს სხვადასხვა მიზეზი აქვს: ნაწილი მუშაობს იმისთვის, რომ საკუთარი თავის ფინანსურად უზრუნველყოფა შეძლოს, სხვების მდგომარეობა უფრო სახარბიელოა, რადგან ისინი მუშაობით პროფესიული გამოცდილების მიღებას/დაგროვებას ცდილობენ, ნაწილი კი სტუდენტობის პერიოდში საერთოდ არ მუშაობს.

ევროპის ქვეყნებში განხორციელებული საერთაშორისო კვლევა ევროსტუდენტი VI-ის მონაცემებით, ქართველ სტუდენტებს დასაქმების საკმაოდ დაბალი მაჩვენებლი აქვთ - მათი 30% არის დასაქმებული დროებით ან მუდმივ სამსახურში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დასაქმებას სტუდენტის ასაკი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. საქართველოში კი სტუდენტთა ასაკი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის.


საინტერესოა სტუდენტების სამუშაო სფეროსა და სასწავლო პროგრამის კავშირი - დასაქმებული ქართველი სტუდენტების ნახევარზე მეტისთვის (63%) სამუშაო ახლოს არის მის სასწავლო პროგრამასთან, 37% კი, შესაბამისად, განსხვავებულ სფეროში მუშაობს.

კვლევა „ევროსტუდენტის“ ფარგლებში დასაქმებულმა სტუდენტებმა ასევე, უპასუხეს კითხვას, თუ როგორ უფრო აღიქვამდნენ ისინი თავს - დასაქმებულებად თუ სტუდენტებად. როგორც აღმოჩნდა, ქართველი სტუდენტების 70% თავს პირველ რიგში სტუდენტად მიიჩნევს და შემდეგ დასაქმებულად, 30% კი პირიქით.

სტუდენტთა მუშაობის მიზეზები განსხვავებულია, თუმცა ქართველი სტუდენტების მიერ დასაქმების მიზეზად, უმეტესად, შრომის ბაზარზე გამოცდილების მიღება სახელდება (73,8%). 43,5%-ს მუშაობა საცხოვრებელი ხარჯების დაფარვის გამო უწევს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია სხვა ქვეყნებთან შედარებით; ევროპელი სტუდენტების შედარებით დიდი ნაწილი ასახელებს ამ მიზეზს, როგორც მუშაობის მოტივაციას.

დასაქმებულ ქართველ სტუდენტთა 41,2% მუშაობის ხარჯზე ახერხებს სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებას. დასახელებულ მიზეზთა შორისაა სხვებისთვის ფინანსური დახმარების მოტივიც (25,3%), რაც ქართველი სტუდენტების მიერ შედარებით უფრო ხშირად დასახელდა, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნების სტუდენტების მხრიდან.


IPM კვლევა

20.ივნისი.2019 16:27
104

მომხმარებელთა ინტერესებს მომხმარებელთა ომბუდსმენის ნაცვლად კონკურენციის სააგენტო დაიცავს

ვრცლად
20.ივნისი.2019 16:14
88

ცინცაძის ქუჩაზე სამი სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა

ვრცლად
20.ივნისი.2019 15:23
1222

ირაკლი კობახიძემ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატ სერგეი გავრილოვის საკითხზე კომენტარი გააკეთა

ვრცლად
20.ივნისი.2019 14:24
107

დავით ბაქრაძე: ირაკლი კობახიძეს მოვუწოდებთ, რომ გადადგეს

ვრცლად
20.ივნისი.2019 14:20
205

GWP საოჯახო სასტუმროების მფლობელებს მრიცხველებს უფასოდ დაუმონტაჟებს

ვრცლად
20.ივნისი.2019 14:08
960

"უმძიმესი სანახავია პარლამენტის მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა!"

ვრცლად