მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასავლეთის სანქციების გამო, რუსულ კომპანიებს მეთანოლის წარმოების შემცირება უწევთ

63318d3b31d4e
გიორგი თოლორდავა
26.09.22 20:35
559
რუსეთის ენერგეტიკული ინდუსტრია მორიგი გამოწვევის წინაშეა - დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისა და ევროკავშირის ბაზარზე შემცირებული მოთხოვნის გამო, რუსული კომპანიები იძულებული არიან, მეთანოლის წარმოება შეამცირონ და სამომავლო გაფართოების გეგმებზე უარი განაცხადონ.

ბუნებრივი აირის გადამუშავების შედეგად მეთანოლის მიღებით რუსეთში ათამდე მსხვილი ენერგეტიკული კომპანიაა დაკავებული, მათ შორისაა: Gazprom და Shchokinoazot.

საერთო ჯამში, რუსეთის წლიური საწამოო შესაძლებლობა 4.5 მილიონ ტონას შეადგენს, აქედან 2 მილიონი ტონა კი ექსპორტზე მოდის, რომელიც ამჟამად პრაქტიკულად შეჩერებულია.

საერთაშორისო ბაზარზე რუსულ მეთანოლზე მოთხოვნის შემცირების გამო, კომპანიები იძულებული არიან წარმოება მინიმუმამდე დაიყვანონ და პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე მინიმალურ ფასად გაყიდონ, რათა არ გაკოტრდნენ და ბიზნესის შენარჩუნება შეძლონ.

ზოგადად, მეთანოლს მრავალფეროვანი ინდუსტრიული დანიშნულება აქვს, მისი გამოყენება ათასობით პლასტმასის ნივთის, სამშენებლო მასალისა და ენერგოპროდუქტის შესაქმნელადაა შესაძლებელი.

ცნობისთვის, საერთაშორისო ბაზარზე მეთანოლზე მოთხოვნა თითქმის ყოველწლიურად იზრდება, რაც იმაზე მიუთითებს, სანქციების გამო, რუსეთმა საკმაოდ მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე ბაზართან დაკარგა წვდომა, რაც კიდევ უფრო მეტად ართულებს იმ კომპანიების ფინანსურ მდგომარეობას, რომელთაც სანქციებით საქმიანობა შეეზღუდათ.