14.მაისი .2022 20:18

დასავლეთმა რუსეთს „ჰიბრიდული ომი“ გამოუცხადა - ლავროვი

დასავლეთმა რუსეთს „ჰიბრიდული ომი“ გამოუცხადა - ლავროვი
views 2362
უკან

დასავლეთმა კოლექტიურად, რუსეთს ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოუცხადა, მოსკოვი გამოწვევას იღებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის საბჭოს სხდომაზე განაცხადა. წერს RBC.

“პროგნოზის გაკეთება რთულია, რამდენ ხანს გასტანს ეს, თუმცა ცხადია, რომ შედეგებს უკლებლივ ყველა იგრძნობს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი სიტყვებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებდა, რომ პირდაპირი წინააღმდეგობა თავიდან აერიდებინა. ლავროვმა ასევე დასძინა, რომ რუსეთს სანქციებთან შეგუება არ მოუწევს, რადგან ისინი სხვადასხვა ფორმით ყოველთვის არსებობდა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საბჭოს სხდომა გარდამტეხ დროს იმართება, ისევე როგორც 1917 და 1991 წლებში ქვეყანა „ისტორიული გზის არჩევანის წინაშე დგას“. მან იმაზე მიუთითა, რომ საგარეო ვითარება ყოველდღიურად იცვლება და რუსეთი ამ ცვლილებებთან ერთად „თავის დასკვნებს“ აკეთებს და იცვლება.