მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასავლეთმა რუსეთს ოქროს სავალუტო რეზერვები გაუყინა - Ukrinform

622b2e3d065e7
ვიქტორია მღებრიშვილი
11.03.22 16:25
1518
"დასავლეთმა რუსეთის $415 მლრდ-ის ოქროს სავალუტო რეზერვები გაყინა" - ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ დენის კუდინმა ტელემარათონის დროს განაცხადა. წერს Ukrinform-ი.

მისი თქმით, უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო სხვა ქვეყნების მთავრობებთან თანამშრომლობით, აღნიშნული რეზერვების უკრაინისთვის გადაცემის მექანიზმებს იკვლევს.

„დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის ოქროს სავალუტო რეზერვები გაყინეს, რომლის ღირებულება 415 მლრდ დოლარია. ეს თანხა არსებითად საკმარისია, რათა მოყენებული ზიანი ანაზღაურდეს. ჩვენი გათვლებით, უახლოეს პერიოდში სხვა ქვეყნების მთავრობებთან ერთად ვიპოვით იურიდიულ მექანიზმს, რა სახით შეიძლება გადაეცეს ეს თანხა უკრაინას რუსეთის მიერ მიყენებული ზიანის აღდგენისა და კომპენსაციისთვის“, - განმარტა კუდინმა და დასძინა, რომ რუსეთმა უკრაინას რუსეთის ფედერაციის კაპიტულაციის შემდეგ რეპარაცია უნდა გადაუხადოს.

მისი თქმით, რეპარაცია შეიძლება იყოს ფულადი და ნატურალური სახის.

ცნობისთვის: რუსეთის ცენტრალურ ბანკს 2,300 ტონა ოქრო აქვს, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 130 მლრდ დოლარია. 

Ukrinform-ი წერს, რომ უკრაინას რუსეთის შეჭრის გამო $100 მილიარდზე მეტის ზიანი მიადგა.