მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასახელდა ქვეყნები, სადაც 2020 წელს სახლების ფასმა ყველაზე მეტად მოიმატა

605374d19c602
ნათია თაქთაქიშვილი
19.03.21 00:30
975
ანალიტიკური კომპანია Satista კომპანია Knight Frank-ზე დაყრდნობით იმ ქვეყნებს ასახელებს, სადაც 2020 წელს სახლების ფასმა ყველაზე მეტად მოიმატა. კომპანიამ კვლევა 56 ქვეყანაზე დაყრდნობით ჩაატარა, რომლის საფუძველზეც დაასკვნა, რომ ქვეყნების 89 პროცენტში სახლების ღირებულებამ მნიშვნელოვნად მოიმატა.

ანალიტიკური კომპანია Satista წერს, რომ გასულ წელს გლობალურად სახლების ღირებულება 5.6 პროცენტით გაიზარდა, მაშინ როდესაც 2019 წელს, 5.3 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდებოდა.

სახლები განსაკუთრებით გაძვირებულია თურქეთში, სადაც საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები 2019 წელთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა. თურქეთის შემდეგ, უძრავ ქონებაზე ყველაზე დიდი ზრდა ფიქსირდება ახალ ზელანდიაში, ფასების ზრდამ 19% შეადგინა, ხოლო მესამე ადგილზე სლოვაკეთია - 16%-იანი ზრდით.

აღსანიშნავია, რომ რიგ ქვეყნებში უძრავ ქონებაზე ფასის შემცირება აღინიშნა. ყველაზე მეტად, უძრავ ქონებაზე ფასის ვარდნა ინდოეთში გამოიკვეთა და 3.6 % შეადგინა. მეორეა - მაროკო (შემცირება 3.3%-ით), მესამეა - ესპანეთი (2%-იანი კლება).

ქვეყნები, სადაც 2020 წელს სახლების ფასმა ყველაზე მეტად მოიმატა:

1. თურქეთი - ზრდა 30.3%
2. ახალი ზელანდია - ზრდა 18.6%
3. სლოვაკეთი - ზრდა 16%
4. რუსეთი - ზრდა 14%
5. ლუქსემბურგი - ზრდა 13.6%
6. პოლონეთი - ზრდა 10.9%
7. აშშ - ზრდა 10.4%
8. პერუ - ზრდა 10.3%.