მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დათვის ბელების ტყიდან გამოყვანის ფაქტები განსაკუთრებით ხშირია - სამინისტროს განცხადება

604db50117aa5
BM.GE
14.03.21 11:18
1250
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყიდან გარეული ცხოველების გამოყვანის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ მიტოვებული, დროებით მიტოვებული და უკანონო ნადირობის შედეგად მშობლების გარეშე დარჩენილი გარეულ ცხოველთა ნაშიერების ტყიდან გამოყვანით, ეს ცხოველები, ძირითადად, სასიკვდილოდ ან სამუდამო ტყვეობისთვის არის განწირული.

ამასთანავე, გარეული ცხოველები ადამიანებთან ერთად ცხოვრების დროს მუდმივად წარმოადგენენ საფრთხეს; ისინი პოტენციური თავდამსხმელები არიან. გარეულ ცხოველთა ადგილი ველურ ბუნებაშია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ დათვის ბელების ტყიდან გამოყვანის ფაქტები განსაკუთრებით ხშირია, საქართველოში გავრცელებული მურა დათვი კი შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, როგორც გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა და მისი მოკვლა ან დატყვევება კანონით ისჯება.