მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დათვლილია 100% - ოცნებას 48.15%; ენმ 27.14; ევროპული საქართველო 3.78%

5f9efded0b667
BM.GE
01.11.20 21:48
2438
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოქმების 100%-ის შედეგები უკვე შეჯამებული აქვს. ოქმების თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ასეთია:

  1. ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 926,959 ხმა 48.15%;
  2. საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” - 522,463 ხმა 27.14%;
  3. „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 72,752 ხმა 3.78%;
  4. „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ - 60,691 ხმა 3.15%;
  5. საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” - 60,592 ხმა 3.15%;
  6. „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - 60,493 ხმა 3.14%;
  7. „გირჩი“ - 55,600 ხმა 2.89%;
  8. „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ - 25,534 ხმა 1.33%;
  9. „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 19,281 ხმა 1%.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა 1 970 540-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც მთლიანად ამომრჩეველთა რაოდენობის 56.11%-ია.

შედარებისთვის, ამომრჩეველთა რაოდენობა წინა, ანუ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 51.63%-ს შეადგენდა.